მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სამი საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგების ციკლი ჩატარდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სამი საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგების ციკლი ჩატარდა.

ტრენინგები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.

ტრენინგების პროგრამა მოიცავდა თემებს: ნარჩენების მართვა და დახარისხების პრაქტიკული მიდგომები; პლასტმასის უარყოფითი გავლენა გარემოზე და დაზოგვის, შემცირების და ხელახლა გამოყენების ალტერნატივები; ადგილობრივი ეკოსისტემების და თბილისის ურბანული გარემოს დაცვა; ცხოვრების სტილის მცირე ცვლილებების შედეგად ნახშირბადის ნაკადის შემცირება; გარემოსდაცვითი აქტივიზმი და ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერება.

ტრენინგები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ჩანახატების/პოსტერების შექმნას და ჯგუფური დავალებებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ჩვენი მიზანია, სკოლებში ეკოლოგიური ცნობიერება არა მხოლოდ ინფორმაციულ, არამედ პრაქტიკულ დონეზეც გავზარდოთ. როდესაც ბავშვები თავად ხედავენ, როგორ მოქმედებს მათი ყოველდღიური ქცევა გარემოზე, ცვლილება გაცილებით მარტივად ხდება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კოდა-სოფელი ალგეთის და აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.01.2026.03:05

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა