გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდება
დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შპს „სმარტ ფიდის“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კომბინირებული საკვების საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნობა; სოფელ სართიჭალაში კომპანიის „Cadel Business“ ვაშლის ბაღებს დაათვალიერებს.
კახეთში, დედოფლისწყაროში დავით სონღულაშვილი ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობ მეურნეობაში მეხორბლე ფერმერებს შეხვდება; სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საკონსერვო საწარმოს „ჯეონატურალსი“ ესტუმრება, წარმოების პროცესს და სამომავლო გეგმებს გაეცნობა; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, მესაქონლეობის ფერმაში (შპს „თეთრი ფერმა“) იმ ფერმერებთან გამართავს შეხვედრას, რომლებიც დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მესაქონლეობის მიმართულებით საქმიანობენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.16:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
„დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი უნიკალური ბუნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების სერვისები სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს აჩენს, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად ისახება რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა და მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში რეინჯერთა პასუხისმგებლობა არის ფასდაუდებელი. ხშირ შემთხვევაში, პროფესიულ მოვალეობას რეინჯერები საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. რეინჯერების სათანადო სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები სახელმწიფოს ზრუნვის საგანია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
მინისტრმა იმერეთის რეგიონის ყველაზე პოპულარული ბუნების ძეგლი, პრომეთეს მღვიმეც დაათვალიერა.
პრომეთეს მღვიმე საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და წარმატებული ეკოტურისტული პროექტის მაგალითია. მღვიმე ყოველწლიურად ათობით ათას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს. მიმდინარე წლის მხოლოდ პირველი 5 თვის მონაცემებით, მღვიმე უკვე 57 307 ვიზიტორმა მოინახულა, რაც დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს.
2015 წლიდან დღემდე, პრომეთეს მღვიმეში სახელმწიფოს მიერ განხორციელდა 4 555 000 ლარის ინვესტიცია. სრულად რეაბილიტირებულია მღვიმის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სანაოსნო მონაკვეთი; განახლდა ვიზიტორთა ცენტრი და ნავები, განათებისა და აუდიო სისტემები; აშენდა კაფეტერია და ყველა დარბაზი აღიჭურვა საინფორმაციო დაფებით. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო საჭიროებისამებრ, ყოველწლიურად ახორციელებს სამუშაოებს სერვისების განახლების და გაუმჯობესების მიზნით.
მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი იმყოფებოდნენ.