მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“| (BBSEA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის - „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სრულყოფის და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები ოთხი მიმართულებით: პლასტმასით ზღვის დაბინძურების ხარისხის დიაგნოსტიკა; მდინარეებიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღების ტექნოლოგიების შეფასება; პლასტიკთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება; შავი ზღვის მიკროპლასტიკით დაბინძურების ხარისხის შეფასება.

შეხვედრაზე მხარეებმა პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები განიხილეს, რაც სრულ თანხვედრაშია დოკუმენტების „საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016–2030 წლები“ და „ცირკულარობის გზამკვლევი 2024“ შესრულებასთან.

„პლასტიკით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული მდგომარეობა და სურათი საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიფიქროთ, როგორ შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს პლასტიკის მოხმარება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმოადგენს პრობლემის შემცირების და საბოლოოდ აღმოფხვრის ეფექტიან სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როლანდ პრაისმა მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი შავი ზღვის დაბინძურების მართვა, რაც მისასალმებელი ფაქტია.

„გამოწვევების და პრობლემის მოცულობის დასადგენად, შეთანხმებულად ვიმუშავეთ ანალიტიკურ დოკუმენტზე. არსებობს მტკიცე თანამშრომლობა ჩვენსა და სამინისტროს შორის“, - განაცხადა როლანდ პრაისმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას და ორიენტირებულია ეკონომიკის გაძლიერების, ზღვის დაბინძურების შემცირების და ეკოსისტემების აღდგენის, მდგრადი თევზჭერის და აკვაკულტურის განვითარების, „ლურჯი სამუშაო ადგილების“ (blue jobs) შექმნის, რეგიონული თანამშრომლობის და შესაძლებლობების განვითარებაზე.

პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC); შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა და ნინო ჯელაძე სსფ-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის მისიის წევრებს შეხვდნენ

05.09.2025.14:41

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ.

მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და  IMF-ის ექსპერტი  ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.

მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანმდევი გამოწვევების განხილვაა. 

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.

საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.

ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა