მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

news image

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა ორი ქვეყნის ერთობლივ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ პროცესში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჩართულობის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა

დავით სონღულაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და  აღნიშნა, რომ იაპონელების გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, საქართველოში მეტი თანამედროვე ტექნოლოგიის შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით ღირებულია. ყურადღება გამახვილდა ჩაის წარმოების მიმართულებით მხარდაჭერის საკითხზე, რაც ფერმერებსა და მწარმოებლებს პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. მინისტრი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მასზე მოთხოვნის ზრდის საკითხსაც შეეხო

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხოერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის“ (JCM) ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის  მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს იაპონიასთან ემისიების ვაჭრობის სქემისერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის“ (Joint Crediting Mechanism (JCM)) ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანია დეკარბონიზაციის წამყვანი ტექნოლოგიებისსისტემების, სერვისების დანერგვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

იაპონიის ელჩის განცხადებით, იაპონია-საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია. იაპონიის მხარე მზადაა თანამშრომლობა გაგრძელდეს, მათ შორისგამოცდილების, ცოდნის გაზიარების, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე

14.04.2026.19:00

ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.

„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა