მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაციის წევრებს შეხვდა

news image

დელეგაციას გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ასევე, გარემოსდაცვითი  ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს მრავალი მიმართულებით აქვთ  გაეროსთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება. საკმაოდ მნიშვნელოვანია გაეროს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების ნაწილში, გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, ნარჩენების მართვის, ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობის საკითხებს

ივანა ჟივკოვიჩის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა წარმატებულია, შესაბამისად, კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც აქტიურად  გაგრძელდება

გენერალური მდივნის თანაშემწემ  ყურადღება  სოფლის მეურნეობის  მიმართულებით მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილასაუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობას.

ვაფასებთ საქართველოსთან 30 წლიან თანამშრომლობას. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროექტები გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ივანა ჟივკოვიჩმა

შეხვედრას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში ნინო ანთაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პრესკონფერენცია იმართება

07.04.2026.12:40

საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პრესკონფერენცია იმართება. პრესკონფერენციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან ერთად ატარებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა