მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

news image

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზემსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)" განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

 

მისი ინფორმაციით, შეთანხმება მიღებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) მე-12 მინისტრთა კონფერენციაზე, 2022 წლის 17 ივნისს და მოიცავს დებულებებს, რომელთაც მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება თევზის მარაგების შენარჩუნების და მეთევზეობის გაუმჯობესების კუთხით.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, თევზჭერის სექტორში ოქმი კრძალავს 3 ტიპის სუბსიდიას. ესენია: სუბსიდიები, რომლებიც ხელს უწყობს უკანონო, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას. ასევე, თევზჭერის და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის სუბსიდირებას და სხვა ტიპის სუბსიდიებს, მათ შორის იმგვარს, რომელიც გათვალისწინებულია დაურეგულირებელ ღია ზღვებში ჭერისთვის.

 

არსებული სუბსიდიების აკრძალვით, შეთანხმება ხელს შეუწყობს გლობალურ ბრძოლას უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ", - განაცხადა მომხსენებელმა.

 

შეთანხმება ეხმიანება და ეფუძნება გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელიც კრძალავს თევზჭერის სუბსიდირების გარკვეულ ფორმებს, რაც იწვევს ჭარბ მეთევზეობას და ახალისებს უკანონო არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერას.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმება წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, რადგან იგი არის გაერო-ს პირველი მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც შესრულდა და მისი განხორციელება ხდება მრავალმხრივი შეთანხმების საშუალებით. ასევე, წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირველ შეთანხმებას, რომელიც ფოკუსირდება გარემოს დაცვის საკითხებზე.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული წევრი ქვეყნების განსაკუთრებულ საჭიროებებს, რაც გულისხმობს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ დახმარებებს.

 

შეთანხმება ადგენს სავალდებულო აკრძალვებს და წესებს, რომელთა მიზანია უზრუნველყოს, რომ მთავრობების მიერ თევზჭერის სექტორისთვის გაწეული მხარდაჭერა ძირს არ უთხრის საზღვაო რესურსების მდგრადობას.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ გადაჭარბებული და უკანონო თევზჭერის სუბსიდირება საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას და ადგილობრივი თევზჭერის ეკონომიკას, ვინაიდან უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერა იწვევს თევზის მარაგის საბოლოოო განადგურებას და მეთევზეობის კოლაფსს. იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანა მსო-ს წევრია და ამავე ოქმს უერთდება, მისი ამოქმედება რეგიონში დაარეგულირებს თევზის მარაგების აღდგენის მართვას და მონიტორინგს. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მდგრადი თევზჭერის ეკონომიკას", - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

კომიტეტის  წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

 

შეთანხმება თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ორმხრივად სასარგებლოა, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის(მსო), ასევე, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადაც  ძალიან მკაცრია თევზჭერის წესები განსაკუთრებით, ღია ზღვასთან მიმართებით", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში

08.05.2025.15:40

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. 

 

სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.

 

 შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.

 

სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა