მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მოწესრიგებას, ხელმისაწვდომობის გაზრდას. დავაანონსეთ ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები, ტრამვაი დაუბრუნდება დედაქალაქს - კახა კალაძე

news image

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა დედაქალაქში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა და პრობლემები. ყველა მიმართულება ჩვენთვის არის პრიორიტეტული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისი მერმა კახა კალაძემ.

„ის, რაზეც ვსაუბრობდი არჩევნების პერიოდში და კამპანიის დროს, რა თქმა უნდა ყველა თემა არის პრიორიტეტული, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავია ბიუჯეტში აღნიშნულ მიმართულებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მოწესრიგებას, ხელმისაწვდომობის გაზრდას.

დავაანონსეთ ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები, ტრამვაი დაუბრუნდება დედაქალაქს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამვაის პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში არ ვსაუბრობდით, მიმდინარეობდა შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. დღეს ყველაფერი დადებული გვაქვს და ვიცით რა გვჭირდება, რა როგორ უნდა გაკეთდეს, გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. უკვე დავიწყეთ პროექტის განხორციელება, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, პირველი პროექტია ამდენი ათეული წლის მერე, ქალაქს უბრუნდება ტრამვაი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო. მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, თბილისს ძალიან უხდებოდა, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში ქალაქს წაართვეს ეს ტრანსპორტი და მე მიხარია, რომ ვარ თანამონაწილე ამ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის.

იგივე შემიძლია ვთქვა მეტროს გაფართოებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ახმეტელის და მარჯანიშვილის მეტროსადგურზე ვაკეთებთ ახალ ამოსასვლელ-ჩასასვლელებს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ შესაძლებლობა იმისა, რომ მეტმა ადამიანმა გამოიყენოს და ის პრობლემა, რაც გვქონდა რამდენიმე წლის წინ ახმეტელის მთავარ ჩასასვლელში, განსაკუთრებით პიკის საათებში იყო პრობლემა, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მოსახლეობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება იზრდება და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

იგივე შემიძლია ვთქვა ვარკეთილის ხაზზე, დაგრძელდება 1,100 კილომეტრით და დაახლოებით 7000-მდე ადამიანს მიეცემა ყოველდღიურად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მეტროსთან. რამდენიმე წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან ცენტრალური თანხმობის და მხარდაჭერის გარეშე, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენთვის გამოწვევაა ეს სფერო. ბოლო წლების განმავლობაში შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, დაახლოებით 40%-ით გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება .

მინდა შევეხო სამი საბაგიროს პროექტს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გარდა ამისა ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემა, რომელიც არის დედაქალაქში, ეს არის მოძველებული ლიფტები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. გვინდა მთლიანად ჩავანაცვლოთ ყველა ავარიული და მოძველებული, ახალი თანამედროვე ლიფტებით.

ისევ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურას, სერიოზული გამოწვევებია დედაქალაქში. დაგეგმილი გვაქვს დიდი გამზირების განახლების სამუშაოები.

დავაანონსეთ ბეთანიაში სათხილამურო ტრასის მოწყობა, რაც ძალიან მაგარია და ვფიქრობ იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, სადაც სეზონის ყველა დროს შესაძლებელი იქნება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამოყენება.

იგეგმება პარკებისა და სკვერების განახლება, რეკრეაციული არეალების მოწყობა, დავაანონსეთ ახალი ატრაქციონების პარკის მოწყობა, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს ამ პროექტის განხორციელებაში. გარდა ამისა ზოოპარკის გადმოტანა გვაქვს უკვე დაწყებული, ცხოველების გარკვეული ნაწილი უკვე გადაყვანილია, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გრძელდება სამუშაოები. ქალაქში ზოოპარკი აღარ იქნება. ის ტერიტორია, სადაც ძველი ზოოპარკი იყო, იქნება რეაბილიტირებული და ახალი რეკრეაციული სივრცე მზიურის პარკს შეუერთდება. ზოოპარკს დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიტანთ.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ასრულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას. დაახლოებით 22 ათასი მგზავრის გადაყვანა შეეძლება სარაჯიშვილიდან თბილისის ზღვის მიმართულებით არსებულ საბაგიროს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო. ჩვენ ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, დღეს ყველაფერი გამზადებულია და შეგვიძლია პროექტების დაწყება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

10.10.2025.18:07

10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანსპორტო სისტემის განუყოფელი ნაწილია, უკვე 153 წელია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში და ამყარებს საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის სტატუსს. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი ხელშესახები შედეგი, რომელიც სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომით იქნა მიღწეული. ამასთანავე, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს რკინიგზის შემდგომი გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად," – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და სისტემის თანამშრომლებმა. სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე უკვე მიღწეულ შედეგებზე. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარების. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რკინიგზის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გაჯანსაღება, მომგებიანობაზე ზრუნვა და ამავდროულად, როგორ ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის ისე გაძლიერებაზე, რომ საქართველოს როლი გლობალურ სატრანსპორტო ციკლში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გააკეთა, მათ შორის ხაზი გაუსვა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს, რომელიც ფაქტობრივად, უკვე დასასრულს უახლოვდება და შედეგად, გაორმაგებულია რკინიგზის დღეს არსებული შესაძლებლობები. 

„ამავდროულად ჩვენ მოუთმენლად ველით ბევრი წლის წინ დაწყებული, თბილისი-ბაქო-ყარსის უმნიშვნელოვანესი   პროექტის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემართებით, რომელიც დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს აქვთ, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში ერთად ვიზეიმებთ ამ ახალი პროექტის სრულად ამოქმედებას და ფუნქციურ ოპერირებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სატესტო რეჟიმში  სატვირთო მატარებლების მიღების შესაძლებლობა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძიება ტრადიციულად, რკინიგზის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოებით დასრულდა - წელს სისტემის 100-ზე მეტ თანამშრომელს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა