განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოების შესყიდვაზე.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით არის უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 თვე სამუშაოების დაწყებიდან.
დეტალური ინფორმაცია ტენდერებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=635483&lang=ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.17:03
საბერძნეთში ძლიერი კვლავ ძლიერი სიცხე ფიქსირდება, რის გამოც ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - აკროპოლისი დროებითი დაიკეტა.
ათენში ტემპერატურა 42C აღწევს, მაღალია ტყის ხანძრების გაჩენის ალბათობა. შესაბამისად ქალაქის ხელმძღვანელობამ აკროპოლისის ადგილობრივი დროით 13:00-დან 17:00 საათამდე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მთავრობაში განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზანი აკროპოლისში მომუშავე ადამიანებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ყოველდღიურად აკროპოლისს ათობით ათასი ადამიანი სტუმრობს, 2024 წელს კი მონუმენტი 4,5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა.
ამასთან, ორშაბათს საბერძნეთის ტერიტორიაზე 41 ტყის ხანძარი წარმოიშვა.