მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

news image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოების შესყიდვაზე.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით არის უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 თვე სამუშაოების დაწყებიდან.
დეტალური ინფორმაცია ტენდერებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=635483&lang=ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში tkt.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად უკან დაბრუნება დაევალა - GCCA

16.07.2025.11:23

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „თინეთს" (www.tkt.ge )და შპს „ელ.ბილეთებ"  (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაშიმომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.

საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტული ღონისძიების გაუქმების დროს, მომხმარებლებმა მხოლოდ ბილეთის საფასური დაბრუნეს, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით. გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჯამური გადახდა ხორციელდება ერთ პლატფორმაზე, ერთი ტრანზაქციის ფარგლებში - ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან თუ მომხმარებელი მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდის, ბილეთს ვერ შეძენს და შესაბამისად ღონისძიებასაც ვერდასწრება. 

სააგენტო განმარტავს, რომ მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, რომელიც მის კონტროლს მიღმა მოხდა. კერძოდ, თუ ღონისძიება ორგანიზატორის ინიციატივით გაუქმდა, ორგანიზატორმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.შესაბამისად, GCCA-ს პოზიციით, მომხმარებლებმა, რომლებიც www.biletebi.ge-სა და www.tkt.ge-ზე შეიძინეს ბილეთები, ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში, უნდა მიიღონ ბილეთში გადახდილი თანხა სრულად, მათ შორისსაიტის მომსახურების საკომისიოც. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და საერთაშორისო პრაქტიკას. 

აღნიშნული ორი საქმის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა - ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში თანხის სრულად დაბრუნების სტანდარტი.  სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - ერთი თვის ვადაში,  მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა