მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

განათლების სისტემას ერთიანი, კოდექსის დონის კანონი ექნება - ზვიად გაბისონია

news image

საქართველოში განათლების სისტემისთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მზადდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა, მუშავდება განათლებისა და მეცნიერების ახალი კანონი, რომელიც დღეს მოქმედ რამდენიმე ნორმატიულ აქტს გააერთიანებს და ერთიანი კოდექსის ტიპის დოკუმენტი გახდება.

კონცეფციაშიც გვქონდა მითითებული და პრემიერმა პირდაპირ განაცხადა და ეს არის იურიდიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი ტიპის ნორმატიული აქტი არ გვქონია. სამწუხარო გახლავთ ის, რომ დაახლოებით 7-8 ნორმატიული აქტი არეგულირებს დღეს განათლების სისტემას და ამ სისტემის დიდი ნაწილი არის მოძველებული. მათ შორის მაგალითად მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ კანონი 1994 წელს არის მიღებული. ანუ აქ არის ტერმინოლოგიური პრობლემები. ამავე დროს თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ცვლილებები შედის წლის განმავლობაში კანონმდებლობაში და არის გარკვეული ტიპის ქაოსი სამართლებრივი საკანონმდებლო თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა მექანიკური გაერთიანება მოხდეს ამ კანონებისა, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისით გადამუშავდეს და იქცეს ერთ კანონად, დაახლოებით კოდექსის დონის კანონად. ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი. თქვენ იცით, რომ მთავრობის დავალებით და უშუალოდ მინისტრის გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობ მე ამ სამუშაო ჯგუფს, რომელიც საკმაოდ დიდი მასშტაბისა არის - დაახლოებით არის 40-მდე წევრი. სამინისტროსთან ერთად არიან აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის რექტორები, მეცნიერებათა აკადემია - პრაქტიკულად ყველა სექტორია ჩართული. ამავე დროს დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ქვეჯგუფებთან, რომლებიც ჩვენი ამოცანა არის, რომ არა უბრალოდ გადაბმა მოხდეს ამ კანონისა, არამედ პარალელურ რეჟიმში მოხდეს იმისათვის, რომ დროში უფრო შევამოკლოთ. ამიტომ ქვეჯგუფები დაიწყებენ ხვალვე თანაბარი პერიოდით მუშაობას. მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ მოხდეს ისეთი დონის ნორმატიული აქტის შექმნა, როცა არაიურისტს შეეძლება განათლების სისტემის სურვილის გაგების შემთხვევაში დაიწყოს ბაღიდან და მეცნიერებამდე თავიდან ბოლომდე აღიქვას, როგორია საქართველოში საგანმანათლებლო მოდელი“, - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

11.04.2026.11:53

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა