მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

განათლების რეფორმის საკანონმდებლო ეტაპი დასრულდა, დაწყებულია მისაღები გამოცდების ფაზა - ზვიად გაბისონია

news image

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ეტაპი უკვე დაასრულა და პროცესი მისაღები გამოცდების ფაზაზე გადავიდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რეფორმა მოიცავს სპეციალობების კვოტირებასა და სასწავლო მოდელის ცვლილებას - 4+2 სისტემიდან 3+1+1 მოდელზე გადასვლას.

„საქმე ის გახლავთ, რომ ძირითადი მიმართულებები აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მიდის. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული შემოდგომიდან, როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება და შესაბამისად წარვადგინეთ მთავარი კონცეფცია, პარლამენტში გვქონდა ორი პაკეტის წარდგენა - ერთი საშემოდგომო სესიაზე და მეორე საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით, რითიც ძირითადი პაკეტი უზრუნველვყავით იმ მიმართულებით, რაც წელს გვჭირდებოდა ამ ნაწილში. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო კვოტირების საკითხი. გახსოვთ, რომ მთავრობაზე იყო დელეგირება, რომ მოეხდინა გარკვეული ტიპის პროფესიების მიმართულებით და პროგრამების მიხედვით დადარება და შესაბამისად განესაზღვრა კვოტირების ნაწილში. ასევე ჩვენმა სამინისტრომ დამატებით იმუშავა საგამონაკლისო წესებზე. ჩვენი მოდელის მიხედვით ჩვენ გადავდივართ 4+2-დან 3+1+1 მოდელზე. შესაბამისად დადარდა და მოხდა გარკვეული ტიპის ცვლილებები - სად შეიძლებოდა და სად იყო აუცილებლობა, მაგალითად საინჟინრო, მედიცინის და ასე შემდეგ - არა სამწლიანი, არამედ ოთხწლიანი ან ზოგჯერ ხუთწლიანი მიმართულებები. მაგისტრატურის ნაწილში ძალიან ცოტა პროგრამა დარჩა ორწლიან ნაწილში, დანარჩენი გადავიდა ერთწლიანზე, ანუ 1+1 მოდელზე. ამ ეტაპისთვის უნდა გითხრათ, რომ ძირითადი საკანონმდებლო მიმართულებები უკვე დასრულებული გვაქვს - ვგულისხმობ ძირითად ორ ფაზას. ახლა გადასული ვართ მისაღები გამოცდების საწყის ფაზაში. პროგრამები უკვე გაკეთებულია, ანკეტა-კითხვარები გაკეთებულია უნივერსიტეტების მიერ და შესაბამისად შემდეგ ფაზაზე გადავდივართ“, - აღნიშნა გაბისონიამ

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე

14.04.2026.19:00

ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.

„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა