მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების კვლევები წარადგინა - დეტალები

news image

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ გახსნა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა.

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ყველა საფეხურზე პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სფეროში მასშტაბური კვლევების ჩატარებას სხვადასხვა მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი მთლიანად ეფუძნებოდეს კვლევებს. სწორედ ამიტომ, სამინისტროში შეიქმნა საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი.

ცენტრი განათლების სისტემაში ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევის მიმართულებით აწარმოებს შიდა კვლევებს, რომელსაც ეფუძნება და დაეფუძნება ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი პირველ რიგში ემსახურება საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესებას და იმ ადამიანების ინტერესებს, ვინც ჩართულნი არიან განათლების სისტემაში.

ჩვენ დღევანდელ კონფერენციაზე საზოგადოებას, დარგობრივ წრეებს წარვუდგენთ ორ კვლევას, რომელიც სრულად დასრულდა. ისინი ეხება სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას - პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკას. ასევე, გვაქვს ერთი მიმდინარე კვლევა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დასრულებული, თუმცა ძირითადი მიგნებები დღეს მაინც გვინდა, გავაცნოთ საზოგადოებას. აღნიშნული კვლევის ანგარიში ოდნავ მოგვიანებით სრულად იქნება წარმოდგენილი.

ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ - სისტემაში არსებულ ყველა გამოწვევასა და პრობლემაზე, კვლევებზე დაფუძნებით, ერთად ვიმსჯელებთ და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მჯერა, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

ღონისძიების ფარგლებში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევების შედეგებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს.

კვლევები მოიცავდა სამ მიმართულებას, ესენია:

 მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება – კვლევის მიზანი იყო საქართველოში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება. კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შემქმნელების, რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.

დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა და, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტი სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება – კვლევის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება, მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, დაინტერესებული მხარეებისათვის არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შეთავაზებით, ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში 18 ინტერვიუ ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევისთვის მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურით 662 სკოლა შეირჩა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 6814 მასწავლებელმა და 286 დირექტორმა.

სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით – აღნიშნული კვლევის მიზანი იყო სწავლების პრაქტიკაზე დაფუძნებული შეფასებით, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესწავლა, თუ რამდენად აკმაყოფილებს არსებული სახელმძღვანელოები ხარისხის, შესაბამისობისა და ინკლუზიურობის მაღალ სტანდარტებს. რაოდენობრივ კვლევაში საქართველოს მასშტაბით 24 069 პედაგოგი მონაწილეობდა.

კვლევის თვისებრივ ნაწილში აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა მრავალფეროვანი ჯგუფი იყო ჩართული. მასწავლებლები (როგორც კვლევის ძირითადი სამიზნე ჯგუფი) მონაწილეობდნენ როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევაში. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების კვლევის პირველი ეტაპით გამოვლენილი ძირითადი ტენდენციების შესახებ. სრული და დეტალური ანგარიში საზოგადოებას მომდევნო ეტაპების დასრულების შემდეგ წარედგინება.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი, სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერაა.

ცენტრის საქმიანობა მოიცავს სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევების, ფართომასშტაბიანი შეფასებების წარმართვას განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლებითა და სამუშაო ძალის მზაობით. ამასთან, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის სისტემურად ორგანიზებული ცოდნის შეთავაზებას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა

06.03.2026.19:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.

„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.

აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.

„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა