მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს - კახა კალაძე

news image

უეფა-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღე დარჩა. ტურნირის მთავარი სიმბოლო - ევროპის თასი თბილისშია. ის ჩემპიონატის გამარჯვებულს 8 ივლისს, ბათუმში გადაეცემა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დედაენის ბაღში საგანგებო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

 

საქართველო რუმინეთთან ერთად უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია, რომელიც მიმდინარე წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით,  საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

 

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ ფეხბურთის გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა.

 

„ხვალიდან მნიშვნელოვანი სპორტული დღეები იწყება. საქართველო და რუმინეთი მასპინძლობს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს ფეხბურთში. მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი.

 

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ყველაფერი არის მოწესრიგებული და ამ მნიშვნელოვანი თამაშების დაწყებას ელოდება. ყველაზე მთავარი, ტურნირის სიმბოლო - ევროპის თასი თბილისშია და ხვალიდან უკვე თამაშები ოფიციალურად დაიწყება.

 

ამ დღეების განმავლობაში, საქართველოს ეწვევა ძალიან ბევრი გულშემატკივარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც კიდევ ერთი კარგი საშუალება და შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მთელ ევროპას, მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი კარგი ქვეყანა გვაქვს, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩამოსული ადამიანი ისიამოვნებს ჩვენი ულამაზესი ქვეყნით, ხოლო ქართველი გულშემატკივარი - საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა გამარჯვება და წარმატება უსურვა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ასევე ხაზი გაუსვა უეფა-ს გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელმაც განაპირობა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება.

 

დღესვე, 22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს  ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

18.08.2025.10:48

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით. 

კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. 

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც.  სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით:  https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა