გაეროს სერვისების ფორუმი 2026 წელს თბილისში ჩატარდება
იუსტიციის სახლის თავმჯდომარის ვახტანგ ჟვანიას თქმით, პროექტის უნიკალურობა საერთაშორისო დელეგაციებისთვის ინტერესის წყაროა, ხოლო 2026 წელს თბილისში დაგეგმილი გაეროს სერვისების ფორუმი საშუალებას მისცემს სტუმრებს დეტალურად გაეცნონ იუსტიციის სახლების მუშაობას, მათ შორის მობილური ოფისების, პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისების და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
„როცა ზოგადად საერთაშორისო მიმართულებაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც მინდა, რომ ყველამ გააცნობიეროს არის ის, რომ იუსტიციის სახლი იმდენად უნიკალური პროექტია, რომ მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანას აინტერესებს ის სპეციფიკა, რა სპეციფიკითაც მუშაობს იუსტიციის სახლები და ამიტომაც ჩვენ სპეციალური ტურიც კი გვაქვს მოწყობილი უცხოელებისთვის და ამ ტურში ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ერთვება ხოლმე. და რა თქმა უნდა ინტერესი ძალიან დიდია, თუნდაც იმ პრინციპებთან მიმართებაში, რა პრინციპებითაც მუშაობს საქართველოში იუსტიციის სახლები. ზოგადად ამ პროექტის და იუსტიციის სახლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ასევე ის, რომ გაეროს სერვისების ფორუმი 2026 წელს ჩატარდება თბილისში და ჩვენ დაახლოებით 500-მდე სტუმარი გვეყოლება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა და ბუნებრივია ეს ჩვენი შესაძლებლობაც არის კარგად ავუხსნათ და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ იუსტიციის სახლებზე, როგორც განსაკუთრებულ და გამორჩეულ პროექტზე. და სწორედ ამ ნაწილში გვინდა კიდევ ერთი ასე ვთქვათ საინტერესო პროექტები შევთავაზოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს და გავაოცოთ ასე ვთქვათ თუნდაც ტექნოლოგიების კუთხით, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით. და კარგად გვინდა დავანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მოქალაქე და რამდენად ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეებზე და ამის საფუძველი გახდება ის, რომ ჩვენ ავუხსნით თუ რამდენ ადგილას ვოპერირებთ, იმ წერტილებში, სადაც ვთქვათ მოსახლეობის რაოდენობა არ არის დიდი, როგორ რა როლს ასრულებს მობილური იუსტიციის სახლები. თუნდაც ის, რომ ჩვენ პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი გვაქვს და ვხსნით იუსტიციის სახლებს. ასე რომ, თუნდაც პენიტენციური დაწესებულებების ნაწილში იუსტიციის სახლების არსებობა ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ შეგხვდებათ. ასე რომ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენთან იდგმება და ზოგადად იუსტიციის სამინისტროს და ზოგადად მთავრობის პოლიტიკა და ძირითადი არსი და მიზანი გახლავთ ის, რომ მოქალაქე ყოველთვის იყოს კმაყოფილი და ნებისმიერი გადაწყვეტილება ორიენტირებული იყოს მოქალაქეზე და მის ინტერესებზე“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
სხვა სიახლეები
გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
23.03.2026.09:59
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.