მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე არმიდა სალსია ალისჯაბანა „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

news image

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივანი არმიდა სალსია ალისჯაბანა „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ალისჯაბანა პანელურ დისკუსიაზე - Rewiring Global Trade  სიტყვით გამოვა.

არმიდა სალსია ალისჯაბანა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას  2018 წლიდან იკავებს. იგი ასევე არის ასეანისა და აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის (ERIA) მმართველი საბჭოს წევრი, ინდონეზიის მეცნიერებათა აკადემიის,  სტატისტიკის საკონსულტაციო საბჭოს, ეკონომიკური კვლევების ბიულეტენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოსა და რეგიონალური მეცნიერების საერთაშორისო ასოციაციის (RSAI) საბჭოს წევრი. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს," რომელიც 2025 წლის  22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 2 000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,   ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები,  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები. თბილისის აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმი  მნიშვნელოვანი პლატფორმაა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსიებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი მიიღებს მონაწილეობას

16.10.2025.14:25

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი,  ალგერნონ იაუ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22 ოქტომბერს  გაიხსნება.  იაუ სიტყვით გამოვა პანელზე - Rewiring Global Trade

ალგერნონ იაუ ეკონომიკური განვითარების მდივნის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს. იგი ასევე მუშაობდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ავიაციისა და ლოჯისტიკის სექტორებში, იყო Greater Bay Airlines-ის და Cathay Dragon-ის აღმასრულებელი დირექტორი, Cathay Pacific-ის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და Cathay Pacific-ის მომსახურების მიწოდების დირექტორი. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც 2025 წლიდან ტარდება,  უკვე დამკვიდრდა მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმად როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე  ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა