მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოში ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს. 

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივად დავგეგმავთ და განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც დაავადების ეფექტიან მართვას, მათ შორის, გავრცელების მინიმიზაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეებმა დაავადების გავრცელების არეალზე, კონტროლის მექანიზმებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე იმსჯელა.  

აღინიშნა, რომ მეფუტკრე-ფერმერები სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობას მიესალმებიან და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე დარგობრივ ასოციაციებთან და სამეცნიერო წრეებთან არა მხოლოდ ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიმართულებით.

დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის წევრმა გიორგი ლაკვეხელიანმა  რომელსაც 300 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადების მართვის მთავარ გამოწვევად მისი დროული აღმოჩენა რჩება.

„გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტროპილელაფსოზი მართვადია, თუ მეფუტკრეები მას დროულად აღმოაჩენენ, ერთს მაინც თუ გამოავლენენ, ჩათვალეთ, რომ პრობლემა აღარ არის, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ზოოტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით თავისუფლად შეგვიძლია პროცესი ვმართოთ“, - განაცხადა გიორგი ლაკვეხელიანმა.

კომპანიის „მეთაფლია“ დამფუძნებლის, როლანდ ზირაქაშვილის თქმით, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებული მუშაობა და დროული რეაგირება ქმნის შესაძლებლობას, თავიდან იქნეს აცილებული საფუტკრეების მასობრივი დაზიანება.

 „დღეს უკვე გვაქვს საჭირო პრეპარატები და ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ როგორც ქიმიური, ასევე ზოოტექნიკური მეთოდებით. მზად ვართ დაავადებას ეფექტიანად ვუპასუხოთ“, - განაცხადა როლანდ ზირაქაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ტროპილელაფსოზის სავარაუდო შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა განახორციელა. ფუტკრის ოჯახებს ჩაუტარდა კლინიკური დათვალიერება და აღებული ნიმუშები გაიგზავნა როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ასევე საფრანგეთში მდებარე რეფერალურ ლაბორატორიაში. დაავადების იდენტიფიკაციის, მართვის სტრატეგიებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შემუშავდა საინფორმაციო მასალები, რომლებიც მეფუტკრეებს უკვე დაურიგდათ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose ამზადებდნენ

17.01.2026.14:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.

„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა