მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია

news image

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის №3 საჯარო სკოლას ეწვია.

ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.

სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია,  რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი  „მოიწვიე ფინედუ კლასში“. 2026 წლის კვირეული დევიზით - „ისაუბრე ფულზე“ - განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე.

„ფინანსებზე საუბარი, სწორედ პატარა ასაკიდან, სკოლიდან უნდა დავიწყოთ, ამ ასაკში ეყრება საფუძველი კრიტიკულ აზროვნებას, ყალიბდება პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულ ასაკში ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ინიციატივით, უკვე მეათე ნაკადად ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები 15 მაისამდე თბილისისა და რეგიონების სკოლებს ეწვევიან და V-XII კლასის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

მიმდინარე ნაკადის ფარგლებში სკოლებს კომერციული ბანკებიდან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ტერაბანკის,  კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის თანამშრომლები შემოუერთდებიან.

ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ფულის გლობალური კვირეული 16-22 მარტს აღინიშნა, საქართველოში კამპანია უფრო მასშტაბურად, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობას მოიცავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები - ლაშა ავალიანი

02.04.2026.13:49

შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორი კომუნიკაცია ინტერპრეტაციის ნაკლებ საფუძველს შექმნის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ ტერიტორიისა და გრაფიკის გამოცხადების შემდეგ, მიმკედლებლის მიერ არ უნდა მოხდეს ცხოველების თვითნებურად გაყვანა აღნიშნული ლოკაციიდან. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. თუ არსებობს ცხოველის მიმკედლებელი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტი მიეწოდოს მას. ეს უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას და მიკვლევადობას. 

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ცხოველები დაუბრუნდნენ პირვანდელ ლოკაციას გარდა რამდენიმე შემთხვევისა, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება საბავშვო ბაღებს, ძალიან ბევრი მშობელი გამოხატავს უკმაყოფილებას ცხოველების უშუალოდ საბავშვო ბაღების კართან დაბრუნებასთან დაკავშირებით. ასეთ დროს შესაძლებელია ცხოველების დაბრუნება მოხდეს მიმდებარე ტერიტორიაზე და არა უშუალოდ კართან“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა