მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.2
0.0032
flag
AZN 1.5942
-0.0009
flag
CNY 38.012
-0.0059
flag
EUR 3.1411
0.0026
flag
GBP 3.615
0.0136
flag
KZT 50.44
0.0003
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7111
-0.0006

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

news image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22 - კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში სერბეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

13.10.2025.20:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სერბეთის ელჩთან ტატიანა პანაიოტოვიჩ - სვეტკოვიჩთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაცის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორებში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას მოყვა როგორც სამოქალაქო ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორებში.

საუბარი შეეხო საქართველო - სერბეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ახლო მომავალში ჩატარების საკითხს, რომლის დროსაც განხილულ იქნება პრიორიტეტული ორმხრივი ეკონომიკური საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სერბეთის დელეგაცია მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა