მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ფრანკფურტთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება დამატებითი სტიმულია გერმანიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვის - თამარ იოსელიანი

news image

გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განმარტებით, 2-წლიანი ინტერვალის შემდეგ ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ავიაციისა და ტურიზმისთვის.

„მაინის ფრანკფურტი, როგორც საერთაშორისო საავიაციო ჰაბი, ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა - ტრანსატლანტიკური ტრანზიტული მიმართულებები საქართველოს ბაზრისთვის დამატებითი შესაძლებლობა გახდება. ამ ავიამიმოსვლით საქართველო შეძლებს გერმანიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ეს ასევე დამატებითი სტიმული იქნება ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვის. აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორთა ციფრი ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ჩვენთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ, სამიზნე მიმართულებას წარმოადგენს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა და გვყავდეს მეტი ტურისტი ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე 2022-2023 წლებში ოპერირებდა და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ ასრულებდა. Condor Airlines 1955 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. დღეს ავიაკომპანია ფრენებს 81 მიმართულებით ახორციელებს არა მხოლოდ ევროპის, არამედ აფრიკის, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ავიაკომპანია დაფრინავს კარიბისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 18-21 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17.11.2025.17:21

18-21 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, 2025 წლის 18 ნოემბრის 09:00სთ-დან 21 ნოემბრის 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა