მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა

news image

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა.

ორი ქვეყნის რკინიგზების ხელმძღვანელები დელეგაციების წევრებთან ერთად პირადად გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს, ამასთან, ნავსადგურების მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ობიექტების სიმძლავრეები და ტერმინალების მოდერნიზაციის პროცესი გააცნეს. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ,,შუა დერეფნის" მარშრუტზე გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად ნავსადგურებისა და სარკინიგზო ოპერატორების სინქრონიზაციისა და გამართული მუშაობის მნიშვნელობა.

,,შუა დერეფნის მარშრუტის შემდგომი განვითარების პროცესისთვის საკვანძო როლი აკისრია საქართველოს სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებას. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ისევე როგორც ტვირთმფლობელებისთვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით. რკინიგზისა და ნავსადგურების სინქრონიზაცია და გამართული ინფრასტრუქტურა ერთობლიობაში მეტი ტვირთის გატარების საშუალებას მოგვცემს, რაც თავის მხრივ საქართველოს რკინიგზას მეტ შემოსავალს, მოუტანს. ჩვენი მიზანია, რომ ,,შუა დერეფნისა" და ,,ბაქო-თბილისი-ყარსის" მარშრუტზე ტვირთნაკადი გავზარდოთ, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე" - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებში ტვირთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

27.03.2026.19:23

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში მონაწილეობს 250-ზე მეტი დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს.

მისივე თქმით, ეს ინტერესი  ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებსა და მყარ ფინანსურ სექტორს ეფუძნება. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ  მდგრადობა შეინარჩუნა. რეალური მშპ-ის ზრდა ძლიერი იყო; 2023-2024 წლებში მან თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა. 

„კვლავ მყარი და მდგრადი რჩება საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც კარგად არის კაპიტალიზებული, ინარჩუნებს ლიკვიდობის ძლიერ ბუფერებს და სოლიდურ მომგებიანობას აჩვენებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, კაპიტალზე უკუგებამ 22.4% შეადგინა, ხოლო აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე, მხოლოდ 2.47%-ზე ნარჩუნდება. საკრედიტო აქტივობა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად აგრძელებს გაფართოებას. 2026 წლის თებერვალში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 14.3%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტებით იყო განპირობებული“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ეროვნული ვალუტის მიმართ გაზრდილ ნდობას, რასაც ამყარებს ლარიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩოთი გამყარებული ძლიერი ფინანსური სექტორი იზიდავს საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესს და ეს ძალისხმევა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. 

"S&P Global Ratings" ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო რეგულირება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ხოლო ჩვენი აქტივების ხარისხი საუკეთესოთა შორისაა. ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ღია, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად,  საერთაშორისო ინვესტორებსა და კომპანიებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის და ჩვენ მივესალმებით გლობალურ მოთამაშეებს ჩვენს ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა