მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ნიშნავს

news image

ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ნიშნავს. ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.

მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას ხელი ალმაატაში მოაწერეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელებს გამარტივებულ ,,ტერმინალიდან კარამდე" სერვისს სთავაზობენ.

ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ.

ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან.

ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

„ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს ბათუმიდან/ფოთიდან/თბილისიდან-ბაქოში და პირიქით, შეფერხებების გარეშე მიიღებენ. ამ სერვისით ტვირთმფლობელები დროის გარდა, მნიშვნელოვნად დაზოგავენ ხარჯებს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ტერმინალებში ტვირთის და ცარიელი კონტეინერების გაჩერება ყოველდღიური საფასურის გადახდას გულისხმობს. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ლოჯისტიკური სერვისების გამარტივებას. ჩვენი მიზანია კომპანიამ რაც შეიძლება მეტი ტვირთი გადაზიდოს, შედეგად კი საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გავზარდოთ," - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შესაძლოა გლობალური ფრაგმენტაციის საპირწონე პროცესი იყოს - ნათია თურნავა SWIFT-ის კონფერენციაზე გამოსვლისას

02.10.2025.13:24

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ  სებ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა  SWIFT-ის საერთაშორისოკონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სებ-ის პრეზიდენტი გამოდის.  

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას  ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილებასა და ხედვებზე ისაუბრა.

სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც შედეგად ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

„რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იზიარებენ ერთსა და იმავე მიდგომას, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფრაგმენტაციისსაპირწონე პროცესი იყოს", -  აღნიშნა მან. 

ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეგიონულ ფინანსური ინტეგრაციის ინიციატივებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა სებ-ს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) წევრობაზე.

„SEPA-ში წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, რადგან ის ევროკავშირთან გადახდის უფრო ეფექტურ  სისტემებს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ორივე მიმართულებით ტრანზაქციების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. რადგან შუა დერეფანი ვაჭრობასა და ტრანსპორტში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაზრდის რეგიონულ ფინანსურ კავშირებს. ეს საქართველოს შუა დერეფნის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საზღვრისპირა ტრანზაქციების კარიბჭედ წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას" - განაცხადა მან. 

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა გლობალური სავაჭრო და ფინანსური ნაკადების ფრაგმენტაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, ფინანსურ დაკავშირებადობას და გლობალურ ეკონომიკას ახალ გაურკვევლობას მატებს. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევები საერთო შესაძლებლობებად აქციონ ინოვაციური, უსაფრთხო და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების შექმნით.

„ეს ძალისხმევა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი რეგიონის უნარს, გაუძლოს გარე შოკებს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას,"- განაცხადა ნათია თრნავამ. 

SIBOS-ის ყოველწლიური მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონფერენციაზე სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად იმყოფება.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა