flydubai-მ დუბაიში უჩვეულო წყალდიდობის გამო თბილისის მიმართულებით მეორე ავიარეისიც გააუქმა
დუბაიში უამინდობის ფონზე ავიარეისების დიდი ნაწილი გადაიდო, ან გაუქმდა და აეროპორტი შეფერხებით ფუნქციონირებს.
ქალაქში უჩვეულო წყალდიდობის გამო გაუქმდა 17 აპრილს დაგეგმილი დუბაი-თბილისის ორივე ავიარეისი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-ს უნდა შეესრულებინა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმდა როგორც დილის ასევე შუადღის რეისი. flydubai-ს თვითმფრინავი დუბაიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:25 საათზე უნდა დაშვებულიყო.
ხოლო რაც შეეხება დილის რეისს, რომელიც ასევ უამინდობის გამო გაუქმდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04:45 საათზე უნდა შესრულებულიყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერმა წვიმამ დუბაიში წყალდიდობა გამოიწვია. წყლით დაიფარა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები დაფარა.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.