მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის" თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსვლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და „ერთი ფანჯრის" პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

25.12.2025.14:06

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

„წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3კგ;

• გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი

• ქათამი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;

• ყველი - 3 კგ;

• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;

• გოზინაყი-500 გრამი

• კიტრი და პომიდორი 2-2 კგ.

• ჩურჩხელა-5 ცალი

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა