მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსით უკვე 197 747 პირი სარგებლობს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 197 747 დღგ-ის გადასახადის გადამხდელი, რომელიც აერთიანებს, როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებს.

აქვე შეგახსენებთ, დადგენილი წესის შესაბამისად, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი:

· დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან;
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, თუ მას ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია);
· პირს, რომელსაც არ აქვს მოქმედი საბანკო ანგარიში.
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით - „კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ", რომლის სათანადო შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს ენიჭება შესაბამისი სტატუსი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანომ განიხილა 18 116 მოქმედი გადასახადის გადამხდელის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი, საიდანაც კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა 14 551 პირს, ხოლო 3 565 პირმა საგადასახადო ორგანოს ვერ დაუდასტურა სათანადო ინფორმაცია ეკონომიკური აქტივობის შესახებ, რის გამოც მათ შეუნარჩუნდათ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს შეუძლია კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მოთხოვნით, განმეორებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, საკითხის შესწავლის შედეგად, მას მიენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების და საგადასახადო კანონშესაბამისობის ამაღლებისთვის, 2021 წელს დაინერგა პროგრამა, რომლის მიზანია, გადასახადის გადამხდელის კანონშესაბამისობის ცნობიერების ამაღლება და კეთილსინდისიერი დღგ-ის გადამხდელების დაცულობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების მე-20 საიუბილეო არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

18.07.2025.16:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მე-20 საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. 20 წლის წინ ენერგეტიკული გაერთიანება სწორედ საბერძნეთის დედაქალაქში დაარსდა. საქართველო ამ საიუბილეო წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალური მინისტერიალი. 
„ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ 2028 წლისთვის შეთანხმების 90%-ზე მეტი განხორციელდეს, რაც ქვეყანას პრაქტიკული თვალსაზრისით მოამზადებს ევროკავშირში წარმატებული და სწრაფი გაწევრიანებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არაფორმალურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. მან, საქართველოს სახელით, დაადასტურა ევროპული გზისა და საერთო ენერგეტიკული მომავლის მიმართ ურყევი ერთგულება და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან და ამით წვლილი შეიტანოს უფრო უსაფრთხო და სტაბილურ შავი ზღვის რეგიონის შექმნაში.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე, კერძოდ, ენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელზე, რომლის ამოქმედება გადაიდო. „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაცია ევროპულ ბაზართან, ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი გადამცემი სისტემები ჯერ არ არის ურთიერთდაკავშირებული. შესაბამისად, ბაზრის შეერთებისა და ბაზრის სრული ინტეგრაციის მიზნები ვერ მიიღწევა „ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტის" მოქმედი ნაწილების განხორციელებითაც კი და საქართველოში ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის შექმნით. საქართველოს ეს გამოწვევა კარგად არის ცნობილი და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკული ბაზრის ე.წ. „სამიზნე მოდელის" სრული ურთიერთსარგებელი მხოლოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის შემდეგ გახდება შესაძლებელი," - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სრულად მომზადებული იყოს ამ მომენტისათვის.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველო უკვე დგამს მოსამზადებელ ნაბიჯებს ამ მიმართულებით - ახორციელებს ენერგოეფექტურობის რეგულაციებს, მხარს უჭერს  განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და სხვ. მისი თქმით, გასულ წელს საქართველომ დაიწყო „სამიზნე მოდელის" ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი და მისი პოტენციური გავლენა ქვეყანაზე. „მიღებული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ გადავწყვიტეთ „სამიზნე მოდელის" სრული განხორციელება ორი წლით გადაგვედო. ამჟამად ვმუშაობთ მკაფიო საგზაო რუკის შემუშავებაზე, რათა გადავჭრათ ყველა იდენტიფიცირებული გამოწვევა. ველით, რომ ყოველივე შეთანხმდება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან," - აღნიშნა გენადი არველაძემ. 
ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილმა. 
ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველომ, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს გაწევრიანდა, პირველად ჩაიბარა მისი თავმჯდომარეობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა