ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება, ყოფილი თანამშრომლის ნატო ბოლქვაძის განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს მის მიმართ უწყების მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესახებ და განმარტავს, რომ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსის, ნატო ბოლქვაძის მიმართ, გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ,,სამსახურიდან გათავისუფლება" და ის აღნიშნული თანამდებობიდან, კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარე წლის 1 ივნისს გათავისუფლდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.17:31
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ბაბკენ თუნიანს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გამტკიცებაზე, ასევე, სავაჭრო მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„სავაჭრო შეთანხმებების, საწარმოო პოტენციალის და გამოცდილების მაქსიმალური გამოყენება ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, სომხეთს ძალიან კარგი წარმოების კულტურა აქვს, რომლის გამოცდილება შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ. ჩვენი მხრიდან კი, საქართველოს საფინანსო სექტორი, „საქართველოს ბანკის" სახით, სომხეთის ფინანსურ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და თავის გამოცდილებას უზიარებს. საერთო ჯამში, მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მთლიანად, რეგიონის ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა ბერეკაშვილმა.
როგორც კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსახლეობასა და ბიზნეს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეთანხმების პროცესს. ჩვენს რეგიონში სტაბილური გრძელვადიანი მშვიდობა გაზრდის ერთმანეთთან ინვესტირებას და სხვადასხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.
ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, ექსპორტ-იმპორტის ნაწილში კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.