ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილისბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე, მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისეკონომიკის ფაკულტეტი.
2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
პოლიტიკურ საქმიანობამდე მას წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.