ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში
ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში (Georgia Ministerial Keynote Interview).
გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებასა და ფისკალურ მაჩვენებლებზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქვეყნების ზრდას, რაც ეკონომიკის სტრუქტურის, ფისკალური პრიორიტეტებისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია. ბოლო 5 წლის შედეგებით, საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მთელ მსოფლიოში.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის შოკების მიმართ; ამავდროულად, მან შეძლო ძლიერი მაკროეკონომიკური და ფუნდამენტური მაჩვენებლების შენარჩუნება.
როგორც მან აღნიშნა,
მისი თქმით, ეს შედეგები მხარდაჭერილია სტრუქტურული რეფორმებით, რაც გულისხმობს გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელმაც უზრუნველყო მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კერძო სექტორის ძლიერი ნდობა.
ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს შორის, ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ტურიზმის სექტორი (რომელმაც პანდემიამდელთან შედარებით, თითქმის 50%-ით მეტი შემოსავალი გამოიმუშავა), საფინანსო სექტორი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორები, მშენებლობისა და ლოგისტიკის სექტორები.
„ეს ის სფეროებია, რომლებმაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი მოიზიდეს. ყოველწლიურად, საქართველოში მობილიზებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-ის ფარგლებშია, რაც გაცილებით მაღალია მსოფლიოსა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი EMAAR ჯგუფის 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში წარმოებულმა რეფორმებმა ბოლო წლებში, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების რეინვესტიციების მაჩვენებლის მნიშვნელოვანო ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროების უმეტესობა ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან მოდის, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ოდენობის 80%-ს შეადგენს.
„ვფიქრობ, ეს ფაქტები და ციფრები ნათელ პასუხს იძლევა იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრი JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
24.03.2026.18:08
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერს და კომპანიის წარმომადგენლებს.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.