მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Barclays"-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

news image

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ „Barclays"-ის მმართველ დირექტორს, იგორ აკულოვს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დაფიქსირებულ მაღალ ინტერესს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

26.03.2026.15:02

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ქარსაფარი ზოლების სავარაუდო ფართობი 8.72 ჰექტარს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 662 ჰექტარს, იმერეთში სამიზნე ფართობი 1 879.54 ჰექტარია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 342.78 ჰექტარი.

ინვენტარიზაციის ფარგლებში აღირიცხება ქარსაფარ ზოლებში შემორჩენილი ხე-მცენარეთა სახეობები, რაოდენობა, ხნოვანებითი სტრუქტურა და ფაქტობრივი მდგომარეობა. პარალელურად, მზადდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, რის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ტერიტორიების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქარსაფარი ზოლების სტატუსით რეგისტრაცია.

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს. მისი მთავარი მიზანია ქარსაფარი ზოლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მათ სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

2021-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია ჩატარდა 30 მუნიციპალიტეტში და ჯამურად 12,046.3 ჰექტარი მოიცვა. ამავე პერიოდში, ქარსაფარი ზოლის სტატუსით უკვე დარეგისტრირდა 6,707.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. რეგისტრაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

2026 წელს საქართველოს მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულება იგეგმება, რაც სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის. ზუსტი მონაცემთა ბაზა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმოს ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, რაც ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის პრევენციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა