ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე, საინვესტიციო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საუბარი, ასევე შეეხო გლობალური ეკონომიკის ტენდეციებს მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობის და სათანადო ბუფერების შექმნის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა.
შეხვედრას დაესწრნენ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანტონელა ბასანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.
სხვა სიახლეები
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით წარდგა
17.04.2026.13:36
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერვისის მიწოდების ქართული საუკეთესო ორაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მოხსენებით წარდგა.
გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე.
,,დღეისათვის იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-მდე სერვისს ახორციელებს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების მიღების სხვადასხვა არხს, მათ შორის: ფილიალებს, „მობილურ იუსტიციის სახლს“, იუსტიციის სახლის სივრცეებს პენიტენციურ დაწესებულებებში, პროექტს „ბიზნეს ასისტენტი“, ასევე ქოლ-ცენტრსა და ონლაინ ჩატს.2011 წელს პირველი ფილიალის გახსნიდან დღემდე, იუსტიციის სახლი უკვე 127 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს სერვისებზე სწრაფ და მარტივ წვდომას კომფორტულ გარემოში. გლობალური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად, იუსტიციის სახლი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს მდგრადი განვითარების პრინციპებს", - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.
ასევე ხაზი გაესვა, რომ იუსტიციის სახლი , როგორც რეგიონში სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი ინსტიტუცია, მუდმივი განვითარებისა და თანამედეოვე მიდგომების გამოყენებით, უზრუნველყოფს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამავდროულად, აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.