მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.2
0.0032
flag
AZN 1.5942
-0.0009
flag
CNY 38.012
-0.0059
flag
EUR 3.1411
0.0026
flag
GBP 3.615
0.0136
flag
KZT 50.44
0.0003
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7111
-0.0006

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის შეხვდნენ.  

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაკავშირებადობის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ა.შ

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

როგორც ცნობილია, ახლახან, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.

ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას. 

შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ყირგიზეთი საქართველოს სივრცით და ურბანულ გამოცდილებას ეცნობა

15.10.2025.16:22

ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოს სივრცითი და ურბანული მიმართულებით არსებულ გამოცდილებას ეცნობა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს სივრცითი და ურბანული განვითარების მიმართულებით არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეროვნული გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შემდგარ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. მათ შორის შეეხნენ სივრცითი და ურბანული განვითარების ელექტრონული პლატფორმების, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურების პროვაიდერების მიერ ელექტრონული პლატფორმების გამოყენების პრაქტიკას. ასევე, BIM ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თანამედროვე ქალაქთმშენებლობისა და პროექტირების პროცესების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

დელეგაცია საქართველოში, ყირგიზეთის რესპუბლიკის მშენებლობის, არქიტექტურის, საცხოვრისის და კომუნალური მომსახურების მინისტრის მოადგილის, ბაქთიარ სტანბეკოვის ხელმძღვანელობით იმყოფება. ურბანული, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსაინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლობებისგან შემდგარი დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო ენუქიძეს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს, ზურაბ წიკლაურს და მის მოადგილეს, თინათინ ყოლბაიას შეხვდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა