მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს შეხვდა

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატიული დაფინანსების მიმართულებით, კონსტანტინ ლიმიტოვსკისა და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, სიაოჰონგ იანგს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება, ენერგეტიკა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცერს გააცნო მიმდინარე პერიოდის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ, ღირსებისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ - ზურაბ აბაშიძე

14.04.2026.17:42

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს წევრ ნოდარ ბოკერიასთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. ზურაბ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ პირდაპირ უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და განმანათლებლის, იაკობ გოგებაშვილის, შექმნილი უკვდავი „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლის იუბილე. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ დიდ ნაშრომზე იმ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას. „დედა ენა“ ქმნიდა განათლებულ საზოგადოებას, რასაც ყველაზე სწორად ამ პროგრესული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი აფასებდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში. დიმიტრი ყიფიანი გახლდათ თბილისის პირველი არჩეული ქალაქისთავი და სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქალაქში დემოკრატიული მმართველობის ტრადიციის დამკვიდრება. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ თბილისის საკრებულო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს მის მემკვიდრეობას, საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი ატარებს მის სახელს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ისტორიული მოღვაწის განუზომელ მნიშვნელობას და ღვაწლს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე.

დღეს წარმოდგენილი „დედა ენის“ გამოცემაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის სწორედ დიმიტრი ყიფიანის ნაქონია და მისი ხელით შესრულებული ჩანაწერები და კომენტარები ახლავს. ეს გარემოება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შევეხოთ არა მხოლოდ ტექსტს, არამედ იმ ეპოქის აზროვნებასა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივა, რომ სწორედ 14 აპრილისთვის, ქართული ენის დღისთვის, გამოეცა ხელახლა 150 წლის წინანდელი „დედა ენა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გამოფენისა და გამოცემის შექმნაში მონაწილეობდა. მისი თქმით, „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ, ღირსებისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის“ გამოცემები - პირველიდან თანამედროვემდე. ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ხელახლა დაბეჭდილი 1876 წლის „დედა ენის“ გამოცემაც. წიგნი გამორჩეულია იმით, რომ ის დიმიტრი ყიფიანის ნაქონია და თითქმის ყველა გვერდს მისივე ხელით მიწერილი კომენტარები ერთვის. ღონისძიებაზე ამ წიგნის პრეზენტაციაც შედგა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა