ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ფონდში საქართველოს დონორის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას.
რეიჩელ ტომპსონმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან პარტნიორობა გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
რატომ არ ასაჯაროებს სებ-ი BMatch პლატფორმით შესყიდვების მომდევნო თვის 25 რიცხვამდე - ნათია თურნავა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.13:43
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 2025 წლის, ასევე საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პროექტები და ხაზი გაესვა მათ რეგიონულ მნიშვნელობას.