ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
სურსათის ეროვნული სააგენტო სასიმინდე ფართობების დამუშავებას ინტენსიურად ახორციელებს, რაც ბოლო წლებში თვალსაჩინოდ აისახა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ფერმერთა განმარტებით, მიმდინარე წელსაც სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს. ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი “მონიტორინგის ხაფანგები”. ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება.
დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 000 ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად - 58 000 ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი.
თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170 390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 103 819 “მოიზიდე და გაანადგურე” სადგური და 7474 “მონიტორინგის ხაფანგი” განათავსეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.16:10
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 1158 ძაღლი.
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაცით, ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:
• 1158 ძაღლი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით
• 1130 იდენტიფიცირდა -დაითაგა საყურე ნიშნით (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დადებული საყურე ნიშანი)
• 978 ძაღლს გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში
• 180 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.
ამავდროულად, მას შემდეგ რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს ჩართულობისკენ , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე- 15-01, სააგენტოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით 28 შეტყობინება დაფიქსირდა. მიმდინარე პროგრამის განხორციელების შესახებ მოთხოვნა აღინიშნება სხვა რეგიონებიდანაც ( რომლებსაც საპილოტე პროგრამა არ ფარავს).
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას.
ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას .
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.