ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, ტყის პერიმეტრებზე და ჯაგნარებში ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება.
აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია.
„ანჯელის მასივებში“, სადაც სიმინდის ნათესებია, უკვე დამუშავებულია 720 ჰა ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას.
ამავდროულად , საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე , სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად, დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები („მოიზიდე და გაანადგურე“).
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.17:05
12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა. ფორმატი მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის ახალი პლატფორმის შექმნას ემსახურებოდა. მონაწილეებს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის სივრცითი და ურბანული დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებები მოინახულეს და ორი დღის განმავლობაში, სამუშაო ფორმატში განიხილეს მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ფორუმს მოდერაციას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე თინათინ ყოლბაია უწევდა. ექსპერტებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ალპების კონვენციის საზოგადოების ქვეყნების გამოცდილებაზე.
ორდღიანი სამუშაოების შემდეგ სამოქმედო ღონისძიებათა გეგმა გაიწერა. გეგმამ პოლიტიკის დოკუმენტის სახე მიიღო. ის კორექტირებისთვის მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ. საბოლოო დოკუმენტი გაეროს განსახლების პროგრამის ვებგვერდზე (UN-Habitat) გამოქვეყნდება.
მთიანი დასახლებები კლიმატის ცვლილებისა და უპრეცედენტო ურბანიზაციის ეპოქაში ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებს მიეკუთვნებიან. მყინვარების დნობის, დეპოპულაციისა და მასობრივი ტურიზმის კომბინირებული ეფექტები საფრთხეს უქმნის მთიანი დასახლებების საცხოვრებლად ვარგისიანობას. სათანადო დაგეგმარება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს მთიანი დასახლებების სწორად განვითარებასა და ღირსებული საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებაში. ასევე, უზრუნველყოფს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის.
ყაზბეგში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.