მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები 28 დეკემბერს დაჯილდოვდებიან. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

წელს ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე 15 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა.

დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართება, სადაც ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის სამტურიანი და ოქროს ტურის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

ოლიმპიადის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზი საქართველოს ბანკისგან. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 2025 წელმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და უტყუარად დაადასტურა ჩვენი გუნდის მიმართ ხალხის უდიდესი ნდობა - კონსტანტინე ზარნაძე

26.12.2025.18:36

თბილისის საკრებულოს 2025 წლის ბოლო სხდომაზე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ 2025 წელი შეაჯამამისი განცხადებით, მიმდინარე წელმა და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებამ კიდეც ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მიმართ ხალხის ნდობა

ჩვენ ვსაუბრობთ 2025 წელზე, რომელმაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და უტყუარად დაადასტურა ჩვენი გუნდის მიმართ ხალხის უდიდესი ნდობა. ცოტა ხნის წინ დასრულებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა ყველას დაანახა რეალობა: თბილისელებმა მხარი დაუჭირეს არა ცარიელ დაპირებებს, არამედ საქმეს, სტაბილურობას და განვითარებას. ის მაღალი ნდობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა გამოგვიცხადეს, არის ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და იმავდროულად, იმის დასტური, რომ ჩვენი აღებული კურსი უალტერნატივოა

მინდა შევაჯამო 2025 წლის ის ძირითადი შედეგები, რამაც ეს გამარჯვება განაპირობა

მოსახლეობის დიდი ნდობა მერიისა და გამგეობების მიმართ. მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება როგორც გამგეობებში, ასევე  სამაჟორიტარო ბიუროებში, ასევე მერმა დაიწყო  ყოველკვირეული შეხვედრები ამომრჩეველთან, რაც  ნიშნავს, რომ თვითმმართველობა დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით. მინდა აღვნიშნო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაჩენა, დაახლოებით 700 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება. გამოსაყოფია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და  დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება. დაახლოებით 13 ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით. მსგავსი საკითხია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილება“-განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას და ხალხმა დაინახა, ვინ აშენებს და ვინ ცდილობს პროცესების შეფერხებას.

„2025 წლის არჩევნებში მიღებული მაღალი ლეგიტიმაცია გვაძლევს იმის ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელოთ თბილისის წინსვლა. ჩვენი გამარჯვებაეს არის ქალაქის გამარჯვება, ეს არის განვითარების გამარჯვება რადიკალიზმზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ ერთი მიზნით: მეტი კეთილდღეობა თითოეულ თბილისელს!“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა