Euronews-ის ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების რედაქტორი ჯეინ უიზერსპუნი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელურ დისკუსიას გაუძღვება
ჯეინ უიზერსპუნი, Euronews-ის რედაქტორი ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე "პანელურ დისკუსიას - "Energy Crossroads – Choices for a secure Future" გაუძღვება.
უიზერსპუნი ამჟამად Euronews-ის დუბაის ბიუროში მუშაობს და მაუწყებლობის პროცესს მართავს. ხშირად მონაწილეობს არხის ყველაზე ცნობილ გადაცემებში, როგორებიცაა: The Agenda, Interview, City Scenes. Euronews-ში მუშაობამდე ჯეინ უიზერსპუნი Sky News-ის გასართობი პროგრამების კორესპონდენტი იყო. ბოლო წლებში უიზერსპუნი ხშირად არის მოდერატორი და წამყვანი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე.
რიგით მე-5 „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22-23 ოქტომბერს გაიმართება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
12.02.2026.17:28
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 500 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ერთ-ერთ სამართალდამრღვევ მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობები სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ სიჩქარის გადაცემათა კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 144 376 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.