მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი“ საქართველოში ჩამოისხმება

news image

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი" საქართველოში ჩამოისხმება, -  პროექტს მეღვინეობა კაჭრეთი" საფრანგეთის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ დისტილერია "ტესენდიესთან" თანამშრომლობით განახორციელებს.

"მეღვინეობა კაჭრეთის" ღვინისა და კონიაკის ქარხანაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართული და ფრანგული კომპანიების პარტნიორობა საქართველოს ბიზნესგარემოსა და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უცხოელი ინვესტორების ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებით. ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის მეღვინეობის ისტორიული, ტრადიციული კერა და საფრანგეთი არის კონიაკის სამშობლო. ვფიქრობ, ეს საინტერესო სინთეზი მოგვცემს საუკეთესო ხარისხის პროდუქტს საქართველოში. ჩემთვის ეს თანამშრომლობა არის მორიგი დასტური იმისა, რომ უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნესგარემოს, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის თანამშრომლობას უცხოურ კომპანიებთან", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, Tessendier & Fils Distillery-ის აღმასრულებელმა დირქტორმა ჟერომ ტესენდიემ და მეღვინეობა კაჭრეთის'' დირექტორმა ნათია კარიჭაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „მეღვინეობა კაჭრეთი" დაათვალიერეს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო

03.04.2026.13:30

5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა