ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თელავივი - თბილისის რეისით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 376 კაფსულა სხვადასხვა დასახელების აკრძალული მედიკამენტი გამოავლინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17.04.2026.08:50
17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე მშრალია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -6 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +16 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +4 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.