მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0043
flag
AZN 1.5862
0.0001
flag
CNY 38.659
-0.0012
flag
EUR 3.1467
-0.0036
flag
GBP 3.6335
0.0029
flag
KZT 52.9
0.0004
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6969
0.0002

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს

14.01.2026.11:48

მწვანე ფინანსური პროდუქტების შესახებ გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას იწყებს.

ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების ჩართულობით, 2022 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი (ტაქსონომიის რეგულაცია) ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევიდა. მას შემდეგ ბანკები ვალდებულნი არიან მწვანე სესხის საერთო განმარტებით იხელმძღვანელონ და ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკს წარუდგინონ.

მწვანე სესხების მონაცემთა დაფა ასახავს ტაქსონომიასთან შესაბამის მწვანე სესხებს სექტორების მიხედვით, მათ დინამიკას დროში და საერთო პორტფელის სტრუქტურას. მონაცემები შეგროვებულია მწვანე სესხების თვიური ანგარიშგების ფორმით და სრულად შეესაბამება მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის რეგულაციას.

ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი ტაქსონომია მწვანე ფინანსური პროდუქტების იდენტიფიცირებისა და ანგარიშგებისთვის ერთიან, მკაფიო და სანდო ჩარჩოს ქმნის. ახალი მონაცემთა დაფა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მწვანე სესხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას როგორც ბაზრის მონაწილეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

მწვანე სესხების მონაცემთა დაფა მდგრადი დაფინანსების ახალი გზამკვლევის განხორციელების ფარგლებში შეიქმნა და ყოველთვიურად განახლდება.   

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა