მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" გატანის ფაქტი აღიკვეთა

news image

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" გატანის ფაქტი აღიკვეთა.

უწყებათაშორისი დანაყოფის შემადგენლობაში შემავალი, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წინასწარ დამზადებულ, სველი ხელსაწმენდების შეფუთვებში მალულად იყო განთავსებული. ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრების რაოდენობამ 2 907 ცალი შეადგინა.
შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი.

აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი დანაყოფი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო

24.10.2025.17:30

"აჭარის აგრარული შესაძლებლობები“-ს ფორუმზე ედნარ ნატარიძემ პანელურ დისკუსიაში ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ეფუძნება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან აჭარაზე კეთდება, სადაც ტურისტული, საგზაო, კომუნალური და სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი საოჯახო მეურნეობებისთვის. 

ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, აჭარა აღარ ასოცირდება მხოლოდ ზღვისპირა ზონასთან. ოთხ სეზონზე მორგებული ტურიზმის პოლიტიკა სხვა მომიჯნავე სექტორებს მნიშვნელოვნად განავითარებს და ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა