მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

„ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“ - საქართველოში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  კახა კაკაბაძე სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება FAO- (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაორგანიზებით გაიმართა

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილიაერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, კახა კაკაბაძემ ყურადღება სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში მეცნიერების როლზე გაამახვილა

სურსათის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხია, რომლის გარშემო სამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, აკადემიური წრეები და ბიზნესი საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-  ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზეჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, განგვეხორციელებინა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, გვემუშავა სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, სურსათის უვნებლობის 2025-2028 სტრატეგიაზე, რომელიც უკვე დამტკიცდა“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.    

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს დაარსებიდან  აღნიშნავს და უერთდება   გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO)  მთავარ გზავნილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თითოეულ  თანამშრომელს ყოველდღიური საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და მომხმარებლის ინტერესების დაცვაში. სააგენტო  ყოველწლიურად 36 ათასამდე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს,   მონიტორინგის  პროგრამის ფარგლებში  სხვადასხვა მაჩვენებელზე  7 ათასამდე  ნიმუშს  იკვლევს. აღსანიშნავია, რომ  სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლის და ქმედითი ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში  მნიშვნელოვნად არის შემცირებული სურსათში ისეთი ნარჩენები, როგორიცაა ტყვია, სუდანი, მალაქიტი, ანტიბიოტიკები, პესტიციდები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა.

FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში  რაიმუნდ იელემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესში მეცნიერების მნიშვნელობაზე.  

მეცნიერება ჩვენი ძალისხმევის ქვაკუთხედია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საფრთხეები, შევაფასოთ რისკები და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტები. მიზანი, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტები საქართველოში გლობალურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ მომავალს”, - აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აკადემიური წრეების  წარმომადგენლები

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება

13.06.2025.10:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან. 

მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება. 

მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება და თანამშრომლებს შეხვდება; დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები - ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.

დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ყოფნის დროს, პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა