ერთად გავიხსენოთ გვირილობის დღესასწაულით შთაგონებული, საქართველოს ბანკის მიერ მოთხრობილი ისტორიები
უკვე წლებია, რაც საქართველოს ბანკისთვის გვირილობის აღნიშვნა ერთ-ერთ საყვარელ დღესასწაულად იქცა.
2 მაისი ქუთაისობაა - დღე, რომელიც გაზაფხულის დასასრულის დაწყებასთან ერთად დგება. თითქოს, ჰაერში უკვე იგრძნობა ზაფხულის მოახლოება, მაგრამ გარდამავალი პერიოდის სენტიმენტები და მელანქოლია ქუთაისის ხასიათს ერწყმება და ხელოვანებისთვის შთაგონების უშრეტ წყაროდ იქცევა.
ქუთაისი ხომ ის ქალაქია, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ მუდმივად ჩვენს გულებში რჩება. და, ასე იქცევა ის კომპოზიტორების, პოეტების, მხატვრების შთაგონებად და მათ შემოქმედებაში იმკვიდრებს ადგილს.
ხელოვნებად ქცეულ თბილ გრძნობებს კი საქართველოს ბანკი უკვე წლებია გვირილობის დღესთან დაკავშირებულ ვიდეოებში აცოცხლებს.
მოდით, ერთად გადავხედოთ საქართველოს ბანკის მიერ მოთხრობილ ამბებს:
2020
https://www.youtube.com/watch?v=GH7iPSfHnmI
2021
https://www.youtube.com/watch?v=Au0sKAjQ7jY
2022
https://www.youtube.com/watch?v=JW-GKNY0gZQ
2023
https://www.youtube.com/watch?v=VoMUWXlCY8c
2024
https://www.youtube.com/watch?v=s0sHKhdCsjE&feature=youtu.be
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.21:05
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. სიახლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.
წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, - წერს გიორგი ხუბუა.