მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261 კილოგრამია

news image

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელა, რომელიც სურსათის ნარჩენებთან, დანაკარგებთან და შეწირულობასთან დაკავშირებულ საკითხებს საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგებს.

„ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც შემოდის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში და ახლებურად აწესრიგებს სურსათის ნარჩენებთან, სურსათის დანაკარგებსა და შეწირულობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტის  მთავარი ამოსავალი წერტილი არის ნარჩენების პრევენცია. კანონპროექტი ითვალისწინებს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციების და სურსათის ბანკების შექმნას ქვეყანაში, რომელმაც ხელი უნდა  შეუწყოს დაბალი რისკის პროდუქტის  მიწოდებას ყველანაირი შეღავათით მათთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს", - განაცხადა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.  როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261 კილოგრამია და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, ამ დროს კი მოსახლეობის დიდ ნაწილს სურსათის საჭიროება აქვს.

საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით. 

მისივე თქმით, კანონპროექტი მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდანაც, რომ საქართველო რეგიონში იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგებს სურსათის ნარჩენების წარმოქმნის, მართვის და მისი შეწირულობის შესახებ საკითხებს.

ახალი კანონპროექტი ასევე  ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას ოთხ კანონში. კერძოდ, ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში, ნარჩენების მართვის კოდექსსა და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სასურსათო ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხების სწორად მოწესრიგებას და კომიტეტი მხარს უჭერს ამ ინიციატივას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

03.07.2025.12:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა