მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

ეროვნულმა ბანკმა მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი დაამტკიცა

news image

მდგრადი საფინანსო ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის „მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი“ შეიმუშავა.

ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მომზადებული ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზარზე მდგრადი მიზნობრიობის მქონე ობლიგაციების საჯაროდ გამოშვებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას და ამ გზით საწარმოთა სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნებისა და პროექტების მხარდაჭერას.

ახალი წესის საფუძველზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საჯარო ობლიგაციებთან მიმართებით განისაზღვრა „მწვანე ობლიგაციის“, „სოციალური ობლიგაციის“, „მდგრადობის ობლიგაციის“ და „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის“ დასახელების გამოყენების უფლების მინიჭების, შენარჩუნებისა და გაუქმების მოთხოვნები.

გარდა ამისა, რეგულაცია ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მდგრადი ინვესტიციებისკენ მიმართვას. ასევე, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი,  სოციალური და სხვა მდგრადი განვითარების მიზნობრიობის მქონე ფინანსური პროდუქტების მეტ გამჭვირვალობას.

მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. მანამდე, კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სათანადოდ მოემზადონ მისი სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა

25.08.2025.13:18

ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის მორიგი სემინარი გაიმართა. სემინარს „არასაბანკო სექტორის მდგრადობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ამჯერად დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარზე არასაბანკო სექტორის მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების ინსტრუქციას. ისაუბრეს  საოპერაციო რისკების შემცირების აუცილებლობაზე. ასევე, ცალკე მოდული დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, მათ შორის, პრევენციული ზომების მნიშვნელობას.

სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს და სულ უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი მოიცვას, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ივლისში სემინარი ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა. წლევანდელი სემინარების სერიამ სულ ორასამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი მოიცვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა