ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა
ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის მორიგი სემინარი გაიმართა. სემინარს „არასაბანკო სექტორის მდგრადობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ამჯერად დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემინარზე არასაბანკო სექტორის მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების ინსტრუქციას. ისაუბრეს საოპერაციო რისკების შემცირების აუცილებლობაზე. ასევე, ცალკე მოდული დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, მათ შორის, პრევენციული ზომების მნიშვნელობას.
სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს და სულ უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი მოიცვას, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ივლისში სემინარი ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა. წლევანდელი სემინარების სერიამ სულ ორასამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი მოიცვა.
სხვა სიახლეები
25.08.2025.15:24
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა.
დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.