ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციების გამოშვების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტების თანამშრომლები აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიწვევით ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის საგანს აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების სამართლებრივი და ტექნიკური ასპექტების თაობაზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ვიზიტი მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკისა და საგადახდო სისტემების სფეროებში. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთ მხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით.
ვიზიტის დასასრულს, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ეროვნული ბანკის დელეგაციას მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისათვის. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მსგავს ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
ეროვნულ ბანკს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მთავარი სპეციალიასტი ირაკლი კვირკველია წარმოადგენდნენ.
სხვა სიახლეები
17.10.2025.12:52
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ DN1200მმ მაგისტრალური გაზსადენის 196-197 კმ-ზე მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური დირექტორთან ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძესთან ერთად იმყოფებოდა. ეკატერინე სისაური ადგილზე დეტალურად გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და ინფორმაციას სამომავლო გეგმების შესახებ.
მილსადენის დაცვის აუცილებლობა დღის წესრიგში მდინარის მიერ მისი წარეცხვის შემთხვევებმა დააყენა. სამუშაოს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთითა და ფინანსური რესურსით, კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. მისი დასრულების შემდეგ, მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.