მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე

news image

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომებისგამოქვეყნებას განაგრძობს.

მორიგი კვლევითი ნაშრომი - "სავაჭრო ომის ხელოვნება - საერთაშორისო სატარიფო მეტოქეობის სტაკელბერგ-კურნოს მოდელი", რომელიც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოამზადეს მიზნად ისახავს დიდი ეკონომიკების მიერ ოპტიმალური სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებების შეფასებას.

ნაშრომში შემუშავებულია სტაკელბერგ-კურნოს მოდელი სამი მოთამაშისთვის, რომელიც საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს აანალიზებს. ტარიფების განსაზღვრის პროცესში, ერთი ქვეყანა ასრულებს ლიდერის როლს, რის შემდეგაც დანარჩენი ორი მოთამაშე ერთდროული სატარიფო პოლიტიკით რეაგირებს. საბოლოოდ კომპანიები გადაწყვეტილებას იღებენ თუ რა რაოდენობის საქონელი შეიტანონ დანიშნულების ბაზრებზე. მოდელი მოიცავს სხვადასხვა ზომის ბაზრებს, ტარიფების ტვირთის გადანაწილებას მომხმარებელთა და მწარმოებელთა შორის, ორმხრივ სავაჭრო პრეფერენციებს, აგრეთვე ემპირიულად შეფასებულ მოთხოვნისა და ხარჯების ამსახველ პარამეტრებს. აშშ-ის, ჩინეთისა და ევროკავშირის მონაცემებზე დაფუძნებული სცენარები აჩვენებს, რომ გაზრდილი ადგილობრივი ფასებისა და შემცირებული სამომხმარებლო დანაზოგის მიუხედავად, ლიდერობა, სატარიფო შემოსავლებისა და ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის გზით, პირველ მოთამაშეს საშუალებას აძლევს მოკლევადიანი კეთილდღეობა მიიღოს. აღნიშნული მოგება სავაჭრო პარტნიორების ხარჯზე მიიღება, რასაც საბოლოოდ გლობალური კეთილდღეობისა და სავაჭრო მოცულობების შემცირება მოჰყვება.


ასევე ნაჩვენებია, რომ ოპტიმალური სატარიფო პოლიტიკიდან გადახრები ცალკეულ მოთამაშეთა მოგებებს ზრდის, თუმცა გლობალური სოციალური კეთილდღეობა კვლავ მცირდება. შედეგები ცხადჰყოფს, რომ ინდივიდუალური სატარიფო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოთამაშეების მხრიდან რაციონალურია, ნეშის წონასწორობას წარმოქმნის, თუმცა კეთილდღეობის დანაკარგებს ზრდის. კვლევა ყურადღებას ამახვილებს სატარიფო პოლიტიკის გატარებისას თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რადგან დიდი ეკონომიკების სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენენ მცირე ღია ეკონომიკებზე, რომლებიც არაპირდაპირ ექვემდებარებიან ძლიერ ქვეყნებს შორის სავაჭრო კონფლიქტებს.

სებ-ის კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

30.12.2025.13:03

გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ქ. თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13 ,-15 დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა