მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

სებ-ი აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში - განცხადება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე

news image

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.


აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 2025 წლის ბოლოსთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს - მარიამ ქვრივიშვილი

17.09.2025.15:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და აეროპორტის გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.

ბათუმის აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა კრიტიკულ ზონებში, 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მგზავრთა დახვედრისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.

„ბათუმი და მთლიანად აჭარა საქართველოს მზარდი საკურორტო მიმართულებაა. 2025 წლის ბოლოსთვის, პირველად ისტორიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ მაჩვენებელს - 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს. 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,893 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე გაიზარდა ფრენების სიხშირე 45 პროცენტით. ამჟამად, ბათუმის აეროპორტში ფრენებს ახორციელებს 22 ავიაკომპანია 24 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 160 სიხშირით. ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით აღნიშნული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდასა და გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქვს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს TAV Georgia - სთან, რათა ბათუმის აეროპორტმა განაგრძოს მდგრადად და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.   

აღსანიშნავია, რომ კომპანია TAV Georgia - მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ასევე დამატებითი ტექნიკა შეიძინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა