მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7021.1
-0.0059
flag
AZN 1.5859
-0.0019
flag
CNY 37.569
0.0005
flag
EUR 3.1466
0.0149
flag
GBP 3.6059
0.0115
flag
KZT 50.04
-0.0019
flag
TRY 0.0663
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0023

ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემას აქვეყნებს

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემაგამოაქვეყნა.


ეროვნული ბანკი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდაზეა ორიენტირებული. ამ მიზნით, 2020 წლიდან სებ-ი ყოველწლიურად აქვეყნებს საზედამხედველო პრიორიტეტებსა და მათი შესრულების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას.


გასული წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ საზედამხედველო სტრატეგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საორიენტაციო დოკუმენტად იქცა. იგი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სექტორისთვის კი პროგნოზირებადობის ზრდას. ამასთან, დოკუმენტი უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.


2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგია, რომელზეც მუშაობა ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით წარმართა, 2023 წელს გამოქვეყნდა და ყოველწლიურად, შესაბამისი წლის გამოცემით ახლდება.


როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის მანძილზე უცვლელი იქნება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავის საზედამხედველო პოლიტიკას კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:

 

  • საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება;
  • საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა;
  • ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება;
  • საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
  • ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.


საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემაში მთავარ აქცენტები კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ასევე, საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2024 წლის ანგარიშზე.


ამასთან ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რომელშიც მომდევნო სამი წლის (2026-2028 წწ.) ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, შესაბამისი ამოცანები და სამოქმედო გეგმა იქნება გათვალისწინებული. ახალი დოკუმენტის მომზადების პროცესი ამჯერადაც დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით წარიმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფოთში 600 ჰა ფართობი დამუშავდა

07.08.2025.13:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელოს რეგიონულმა ჯგუფმა ფოთში, გვიან ღამით, აზიური ფაროსანას და სხვა მავნე მწერების საწინააღმდეგო მორიგი წამლობა ჩაატარა. მობილიზებული იყო 10 ერთეული სპეცტექნიკა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრზე 600 ჰა ტერიტორია თერმული ნისლით დაამუშავეს.

ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ფოთის ვიცე-მერი დავით კვიციანი. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კომპლექსურ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება, ასევე ცივი შესხურებით სიმინდის მასივების წამლობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა