მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მეორე სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

news image

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის შემდეგ ეროვნული ბანკი საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მეორე სამუშაო ვერსიას აქვეყნებს.


სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია სებ-მა გასულ წელს გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს მასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდა.

 

სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებიდან მიღებული კომენტარებისა და რეკომენდაციების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, სადაც დეტალურად განიხილა მათთვის საინტერესო საკითხები.

 

დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში ასახულია დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული უკუკავშირი. ამასთან, სტრატეგიას თან ერთვის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც ასახავს სტრატეგიის მიზნებს, ეფექტიანობის შესაბამის ინდიკატორებსა და იმპლემენტაციისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული აქტივობების ურთიერთკავშირს.


ამჟამად მუშავდება ფინტექ სტრატეგიის უფრო დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელშიც დამატებით წარმოდგენილი იქნება თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და შედეგის ინდიკატორების სამიზნე მაჩვენებლები.


ეროვნული ბანკი  ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში მხარეთა შორის აქტიური კერძო-საჯარო თანამშრომლობის ხელშეწყობის  მიზნით  მზადაა მიიღოს დამატებითი კომენტარები და რეკომენდაციები სტრატეგიის განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში

08.05.2025.15:40

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. 

 

სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.

 

 შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.

 

სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა